კორეამ "ვილიარეალს" ცენტრიდან გაუტანა - უხვგოლიანი თამაში "ლა კერამიკაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში "ვილიარეალმა" "ატლეტიკოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-10 წუთზე ანხელ კორეამ გახსნა, არგენტინელმა ფეხბურთელმა "წყალქვეშა ნავებს" გოლი ცენტრიდან გაუტანა.

23-ე წუთზე ხერარდ მორენომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. წონასწორობა 29-ე წუთზე პაუ ტორესმა აღადგინა.

მასპინძლები წინ 58-ე წუთზე ალბერტო მორენომ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 67-ე წუთზე კონდოგბიამ დააფიქსირა.

ამრიგად, 20 ტურის შემდეგ "ვილიარეალი" 29 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, "ელჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"როხიბლანკო" 33 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 23
იანვარს "ვალენსიას" პირისპირ ჩაატარებს. თითქმის 2-კვირიან შუალედში მადრიდელები 13 იანვარს ჯერ ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკს" უმასპინძლებენ, ხოლო 15 იანვარს "კოპა დელ რეიზე" "სოსიედადს" ესტუმრებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული