"ბარსელონამ" "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის წინ "მანჩესტერ სიტიდან" გადასული 21 წლის ნახევარმცველ ფერან ტორესის განაცხადში შეყვანა მოასწრო. ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ანსუ ფატიმ, ფრენკი დე იონგმა, რონალდ არაუხომ და ფერან ტორესმა სამედიცინო შტაბისგან თამაშის უფლება მიიღეს და დღეს "რეალს" დაუპირისპირდებიან.
ცნობილი გახდა, რომ კატალონიურმა კლუბმა ვადამდე შეუწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება 18 წლის ნახევარმცველ იუსუფ დემირს და ვენის "რაპიდში" დააბრუნა. დემირი "ბარსელონამ" გასული წლის ზაფხულში ინათხოვრა და მან ლა ლიგის 6 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.