ვიხსენებთ ისტორიას, თუ როგორ დაიწყო ხავიერ ერნანდეს კრაუსისა და "ბარსას“ სიყვარული.
მომავალი ლეგენდა ტერრასაში, ბარსელონასთან ახლოს დაიბადა. ძმებთან ერთად პატარაობიდავნვე დამეგობრდა ბურთთან, რომელსაც უბანში აგორებდა. ფეხბურთის სიყვარული მემკვიდრეობით დაჰყვა - ხავის მამა ფეხბურთელი იყო, ხოლო პაპა, ჟაუმე, ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. თავის "სეატში“ ჩასვამდა შვილიშვილებს და სავარჯიშოდ დაჰყავდა.
"ჩემი შვილიშვილი "ბარსელონაში“ ითამაშებს, - ჯიუტად ამტკიცებდა ჟაუმე, როცა 6 წლის ხავის თამაშს აკვირდებოდა. მშობლებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ პაპა სხვა ძმებისგან ხავის გამოარჩევდა, თუმცა რას გააწყობდნენ, საბოლოოდ ჟაუმე მართალი აღმოჩნდა.
პატარა ხავი და ჟაუმე დივანზე წამოსხდებოდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. ფეხბურთელის თქმით, პაპა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტიმადრიდისტა იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ შვილიშვილებს განუცხადა, - არასდროს იმეგობროთ "რეალის“ ფანებთანო!
ხავის სწრაფი პროგრესი სხვა კლუბების სპეციალისტებს არ გამორჩენიათ. მალე მას "მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ერთ-ერთი კი "რეალიც“ იყო, თუმცა ოჯახში ვერავინ გაბედავდა მადრიდელებისთვის თანხმობა ეთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პაპა ყველას გარეთ გაყრიდა. მალე კონტაქტზე "ბარსელონაც“ გამოვიდა. თუმცა მამას, რომელიც მაშინ იმ აკადემიას ხელმძღვანელობდა, სადაც ხავი თამაშობდა, ეჭვები გაუჩნდა. პატარას საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თუმცა ფიზიკურად სუსტი იყო.

11 წლის ასაკში მამამ ყველა ეჭვი უკუაგდო და კატალონიურ გრანდში სინჯებზე წაიყვანა. სხვათა შორის, იმჟამად ხავი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. გაცნობამ იდეალურად ჩაიარა, პატარა ბიჭუნამ ჰეთ-თრიქკი გააფორმა და ის ულაპარაკოდ აიყვანეს.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ხავი ნახევარდაცვაში გადაიყვანეს და U11-ის კაპიტნობა გადასცეს. პირველი გამომუშავებული ფულით, რომელიც დაახლოებით 25 ევროს შეადგენდა, ხავიმ დედას საჩუქარი უყიდა. პატარა მეოჯახემ დედა მაღაზიაში მიიყვანა და უთხრა, აერჩია ნებისმიერი ნივთი, რომელიც 25 ევროს არ აღემატებოდა. ქალს ტოსტერი მოეწონა...
13 წლის ასაკში ხავი "ბარსას“ U14-ში გადიყვანეს, სადაც მწვრთნელი ჟოან ვილა იყო. ზუსტად ვილასგან ისწავლა ბიჭუნამ დიდი ფეხბურთის საფუძვლები: სწორი დაცვა, პრესინგი, ჯარიმები, კუთხურების მოწოდება და შეტევის წამოწყება.

მეტიც, ვილამ ხავი გვარდიოლას შეადარა, რომელიც მაშინ "ბარსელონაში“ ბრწყინავდა. "შესაძლოა, ჩვენ ახალი გვარდიოლა მივიღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელმა. მერე კი სთხოვა, რომ შაბათ-კვირაობით "კამპ ნოუზე“ მისულიყო და თავად ენახა ხოლმე გვარდიოლას თამაში.
"ვილამ მითხრა: "ბიჭო, პეპისგან რასაც მოახერხებ, ყველაფერი შეისრუტე. როგორ იღებს ბურთს, საით აბრუნებს თავს, სანამ ბურთს მიიღებს, რას აკეთებს პრესინგის დროს, როგორ იყენებს სივრცეს და აკონტროლებს ბურთს“, - იხსენებს ხავი.
ერთხელ ვილამ გვარდიოლა ვარჯიშზე მოიწვია. პეპი პატარებს ესაუბრა, განსაკუთრებული დრო კი ხავის დაუთმო, რომელსაც რამდენიმე რჩევა მისცა, მერე კი საჯაროდ გაიხუმრა, რომ ეს ბიჭი მას პენსიაზე გაუშვებდა. შეხვედრიდან 4 წელიწადში ფეხბურთელები უკვე ერთად თამაშობდნენ. პეპი ხავისთვის უზარმაზარი ავტორიტეტი და სამაგალითო ფეხბურთელი იყო, თუმცა თანატოლებთან დიდი კონკურენციის გამო ხავი "ბარსას“ დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, მაგრამ იმ დროს "ბარსა“ თავად გვარდიოლამ დატოვა.

შემდეგში ისინი 7 წლის შემდეგ გადაიკვეთნენ, როცა ხოსეპმა "ბარსელონა“ ჩაიბარა. ხავი მაშინ უკმაყოფილო იყო გუნდში არსებული სიტუაციით და წასვლას აპირებდა, მაგრამ პეპმა დარჩენაში დაარწმუნა. "როცა მწვრთნელის სახით დაბრუნდა, მისი პირველი სიტყვა იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალურ გარჯას და შრომას ითხოვდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელობად იქცა", - იხსენებს ხავი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პეპმა "ბარსა“ გადააწყო და ფენომენალურ შედეგს უკვე დებიუტურ სეზონში მიაღწია. მან მოიგო ყველა შესაძლო ჩემპიონატი. ხავის კი განსაკუთრებული როლი ჰქონდა - ის მართავდა თამაშს, ქმნიდა სივრცეს და ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებდა. პირველ სეზონში ნახევარმცველმა 10 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ლა ლიგის ისტორიაში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა.
"მაღალი პრესინგი დიდებული აღმოჩნდა. ეს იყო საფეხბურთო რევოლუცია. რამდენიმე წელიწადში შორეული ჩაწოდებებით აღარავინ თამაშობდა, "რეალმაც“ კი შეცვალა სტილი. პეპმა პირველივე წელს დაიწყო რევოლუცია. ჩვენ შევედით ისტორიაში არა მხოლოდ მოგებებით, არამედ თამაშის სტილით. გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთი შეცვალა“, - ჰყვებოდა ხავი.
ხავისა და პეპს დღემდე მტკიცე და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 2020-ში ნახევარმცველი ჰყვებოდა, რომ ყოფილ მწვრთნელთან ხშირი კონტაქტი აქვს და პერიოდულად ხვდებიან კიდეც.
"ჩემი თამაშის კონცეფცია ძალიან ჰგავს პეპისას. გვარდიოლას სურს დომინირება და ბურთის ფლობა. მეც ამ იდეას ვიზიარებ. საბოლოო ჯამში საუბარია აქტიურ თამაშზე, სწორ პრესინგზე. გვარდიოლას ხასიათიდან, ამბიციებისა და გამარჯვების სურვილიდან გამომდინარე, ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია.“ - ამბობს ხავი.

ოხ, როგორ არ გაღირსეს ერთი ოქროს ბურთი...