"დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანით "ბაიერნის" და "ბარსელონას" გარდა "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული, მაგრამ თავად ჰოლანს კარიერის "რეალში" გაგრძელება სურს, - იტყობინება As-ი.
გამოცემის მტკიცებით, ჰოლანმა თავის აგენტს, მინო რაიოლას უთხრა, რომ პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად "რეალში" თამაში სურს.
ჰოლანმა რიოლას რაც შეიძლება მალე "სამეფო კლუბთან" შეთანხმების მიღწევა დაავალა. ცნობისათვის, რაიოლას 12 იანვარს მილანში ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.