ჰოლანი და მბაპე ერთად - "რეალს" რაღა შეაჩერებს?!

AutoSharing Option
"დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანით "ბაიერნის" და "ბარსელონას" გარდა "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული, მაგრამ თავად ჰოლანს კარიერის "რეალში" გაგრძელება სურს, - იტყობინება As-ი.

გამოცემის მტკიცებით, ჰოლანმა თავის აგენტს, მინო რაიოლას უთხრა, რომ პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად "რეალში" თამაში სურს.

ჰოლანმა რიოლას რაც შეიძლება მალე "სამეფო კლუბთან" შეთანხმების მიღწევა დაავალა. ცნობისათვის, რაიოლას 12 იანვარს მილანში ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი მოთამაშეების ერთ გუნდში თავმოყრა, არ არის გამართლებული და ვერ მოიტანს შედეგს. პსჟეშიც თამაშობენ ვარსკვლავები: მესი, მპაბე, ნეიმარი და ჯერჯერობით ვერ ახერხერებენ, საერთო ენის გამონახვას. ყველა მეგა ვარსკვლავს პირველობა და ლიდერობა უნდა და აი ეს უშლით ხელს.
qomagi.
11:52 15-01-2022
1
პაპა კარლომ ისე შეკრა გუნდი სულ არ სჭირდება რეალს ახალი ფეხბურთელები, ბენზემას ვინიციუა ვერ ამოაგდებენ შემადგენლობიდან.
Semi
11:49 15-01-2022
1

სიახლეები პოპულარული