კაცნაკლულმა "რეალმა" დამატებით დროში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ „რეალმა“ თასის 1/8-ფინალში, დამატებით დროში გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად „ელჩე“ 2:1 დაამარცხა.

ოქტომბერში „რეალმა“ ლა ლიგაზე გასვლაზე „ელჩე“ 2:1 დაამარცხა და ამჯერადაც მისგან გამარჯვებას ელოდნენ. „სამეფო გუნდმა“ ისევ იმარჯვა, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. 102-ე წუთზე მსაჯმა მარსელო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლები გონსალო ვერდიმ დააწინაურა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი სტუმრები არ დანებდნენ და ისკომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო აზარმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“
ელჩე - რეალი
1:2

გოლები: 1:0 გონსალო ვერდი (103), 1:1 ისკო (108), 1:2 აზარი (115)
გაძევება: მარსელო (102)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კულეებო მოგვილოცეთ, ვიცით გაგეხარდებოდათ ჩვენი გამარჯვება.
hala madrid
12:38 21-01-2022
0

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული