დებიუტში მუნიაინმა მასპინძლები წინ გაიყვანა. შემდეგ ფერან ტორესმა სადებიუტო გოლით ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ინიგო მარტინესმა ბასკური გუნდი კვლავ დააწინაურა, მაგრამ კომპენსირებულ დროში „ბარსამ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 38 წლის დანი ალვეშის "მაკრატელა" პასით პედრიმ გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა. 105-ე წუთზე მუნიაინმა პენალტით დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
ბილბაო. „სან მამესი“. 37 287 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 3:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 მუნიაინი (2), 1:1 ფერან ტორესი (20), 2:1 ინიგო მარტინესი (86), 2:2 პედრი (90+3), 3:2 მუნიაინი (105, პენ)