„რეალი“ 82-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ ქულის გადარჩენა შეძლო.
„რეალი“ 50 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „სევილიას“ 4 ქულით უსწრებს და 7 თებერვალს „გრანადას“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 39 796 მაყურებელი
რეალი - ელჩე 2:2
გოლები: 0:1 ბოიე (42), 0:2 პერე მილია (76), 1:2 მოდრიჩი (82, პენ), 2:2 მილიტაო (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ბენზემა (33)
- „რეალმა“ ჩემპიონატზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო - იქამდე ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
- ბენზემამ „სამეფო გუნდში“ პირველად ვერ გამოიყენა პენალტი - იქამდე 16 ჰქონდა გატანილი. ის ტრავმის გამო 58-ე წუთზე შეცვალეს.