„ბარსა“ საუკეთესოდ ნამდვილად ვერ თამაშობდა და ისე მოჩანდა, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 87-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა ფერან ტორესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-5 ადგილზეა და 6 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 14 056 მაყურებელი
ალავესი - ბარსელონა 0:1
გოლი: ფ. დე იონგი (87)
გაძევება: მენდილიბარი (90+2)