ლა ლიგის 22-ე ტურში სტუმრად "ალავესის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.
"ამ შეხვედრას ველოდით. სხვადასხვა სქემით ვმოქმედებდით - სამი მცველით, ოთხით. შემდეგ 3-4-3-ზე გადავერთეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა.
ადვილი სიტუაცია არ გვაქვს. უნდა ვიწვალოთ და ვიცოდით, ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. გაგვიჭირდა, მაგრამ ოქროს ფასის 3 ქულა მოვიპოვეთ. ის, რომ გოლი არ გავუშვით, ასევე მნიშვნელოვანია.
ახლა ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. ვითარება ხანდახან ზიანის მომტანია. მაგალითად, ალბამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც ბუსკეტსმა და პიკემ, რომლებსაც აკრიტიკებდნენ.