26 წლის თავდამსხმელი ანტონი მარსიალი "მანჩესტერიდან" "სევილიაში" გადავა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ კლუბებმა საიჯარო ხელშეკრულების ყველა დეტალი შეათანხმეს, თავად ფეხბურთელისთვის კი კარიერის "სევილიაში" გაგრძელება პრიორიტეტული იყო და ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.
ხელფასს მარსიალს ესპანური კლუბი გადაუხდის და ის ანდალუსიაში მალე გაემგზავრება.
მარსიალმა ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.