"ბარსელონამ" ტრაორე დაიბრუნა და ობამეიანგითაც გაძლიერდება

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ვულვერჰემპტონისგან 26 წლის თავდამსხმელი ადამა ტრაორე ინათხოვრა და შეუძლია ზაფხულში მისი კონტრაქტი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ტრაორე "ბარსელონას" აღზრდილია, კატალონიურ გუნდში 2014-2015 წლებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "ვულვერჰემპტონში" კი "მიდლსბროდან" 2018 წელს გადვიდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 28 მილიონია.

"ბარსაში" მალე გადავა "არსენალის" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეინგი, - იტყობინება ჟურნალისტი ჟერარ რომერო თავისი "ტვიტერით". გაბონელსაც იჯარით აიყვანენ, მაგრამ ამისათვის უსმან დემბელე უნდა გაასხვისონ.

2021 წლის 14 დეკემბრის შემდეგ ის "მეთოფეთა" კაპიტანი აღარაა, რადგან დისციპლინა დაარღვია. მის ანგარიშზე პრემიერლიგის მიმდინარე
გათამაშების 14 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ხდება ამ ბარსაში? ჩავიც ვერაა ჭკუაზე ხო მგონი?
sul2
11:43 31-01-2022
1
მათხოვრები და წუნიაო ამათზეა ნათქვამი საერთოდ რომ არ თამაშობს ესპანეთის მეორე ლიგაში არ გიკვირთ?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული