ობამეიანგი: ჩემი მიზანი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა

AutoSharing Option
"არსენალმა" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხელშეკრულება გაუწყვიტა, კომპენსაციის სახით 7 მილიონ ფუნტს გადაუხდის და გაბონელმა "ბარსელონასთან" 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც შეუძლია 2023 წელს შეუწყვიტოს.

"ბარსამ" ობას 25-ნომრიანი მაისური გადასცა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი ევრო იქნება.

"მე ძალიან გახარებული ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს დედის მხრიდან ესპანური ფესვები აქვს. აქ ყოფნით ამაყი და ბედნიერი ვარ.  ჩემი ძირითადი მიზანია გუნდს დავეხმარო, ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო და ა.შ.

შესანიშნავია, რომ ხავი "ბარსელონას" მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია",
- განაცხადა ობამეიანგმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაბონელო! ჯობია, თმა დაივარცხნო, ძაან გრძელი თავი გიჩანს.
------
14:28 03-02-2022
1
ესღა აკლდა, ბარსას რა? ბართომეუს ვაკრიტიკებდით ტრანსფერებზე და ბოლობოლო ნეიმარი მოიყვანა და ამ ლაპორტამ კი აავსო, არაფრის მომცემი "გამოგდებული" ფეხბურთელებით.
ავთო
11:50 03-02-2022
1

სიახლეები პოპულარული