ლა ლიგის 23-ე ტურში "ატლეტიკოს" 4:2 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ჩინებულ ხასიათზე იყო.
ხავიმ გასახდელში ყველა ფეხბურთელსა და პერსონალს სათითაოდ მიულოცა გამარჯვება და უთხრა, რომ ასე უნდა გააგრძელონ.
"ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ", - თქვა ერთმა ფეხბურთელმა.
"წინ, წინ, ჩვენ მეტად ვეღარავინ გაგვაჩერებს", - უპასუხა მწვრთნელმა.
"ბარსელონა" ხავის ხელმძღვანელობით ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია, მე-4 ადგილზე გადავიდა და 14 თებერვალს „ესპანიოლს“ შეხვდება.