სუარესის ბრწყინვალე გოლი - "ატლეტიკომ" "ოსასუნას" მარტივად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ოსასუნას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში ჟოაო ფელიშმა გახსნა, პორტუგალიელმა შემტევმა თავი მე-3 წუთზე გამოიჩინა, 59-ე წუთზე ლუის სუარესმა გოლი შორეული დისტანციიდან გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ანხელ კორეამ დააფიქსირა.

ამრიგად, "როხიბლანკო" 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, "სელტა ვიგოს" წინააღდეგ გამართავს, ამ დაპირისპირებამდე 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.

"ოსასუნას" 32 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 27 თებერვალს, "რეალ სოსიედადის" პირისპირ
ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ დალენჩებულ ბარსას, მეც არ ვუყურებ.
zaza
18:25 20-02-2022
0
ლუი სუარესის გამო ვგულშემატკივრობ, ათლეტიკოს და ასევე ლეო მესის გამო, პსჟეს. (ამას ვერც წარმოვიდგენდი თუ ამ გუნდების მაყურებელი გავხდებოდი!) რომ წარმოვიდგენ თუ რა უპატივცემულოდ მოექცნენ, ამ ორ შესანიშნავ ლეგენდას, ბოღმა და ბრაზი მახრჩობს. ბარსას გადამკვდარი ფანი ვიყავი და ამათ მერე პროტესტის ნიშნად, აღარც ვუყურებ ბარსელონას თამაშებს, სიმართლე გითხრათ აღარც მაინტერესებს.
fani.
13:45 20-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული