გოლები მეორე ტაიმში ასენსიომ, ვინისიუსმა და ბენზემამ გაიტანეს. ამას გარდა, ქარიმმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე „სამეფო გუნდში“ ჩემპიონატზე 210 გოლი და 91 საგოლე გადაცემაა - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რაულსა და რონალდოს აქვთ.
„რეალი“ 57 ქულით ლიდერია და 26 თებერვალს „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 42 180 მაყურებელი
რეალი - ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ასენსიო (63), 2:0 ვინისიუსი (80), 3:0 ბენზემა (90+1, პენ)