„ბარსას“ 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ 45 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და 6 თებერვალს სტუმრად „ელჩეს“ შეხვდება. 37 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „ბილბაო“ კი 3 მარტს, თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ბასკეთში ამ გუნდების თამაში 1:1 დასრულდა.
კატალონიურმა გუნდმა ხავის ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე 20 მატჩიდან 10 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 წააგო, ხოლო პრიმერაზე ბოლო 10 მატჩში დაუმარცხებელია (6 მოგება და 4 ფრე).
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 69 770 მაყურებელი
ბარსელონა - ბილბაო 4:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (37), 2:0 დემბელე (73), 3:0 ლ. დე იონგი (90), 4:0 დეპაი (90+3)
- ამ სეზონში დემბელემ პირველად გაიტანა.
- ობამეიანგმა უკანასკნელ 3 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.