ხავი ჰოლანს შეხვდა - ლაპორტა მზადაა ნორვეგიელს კარგი კონტრაქტი გაუფორმოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანს მიუნხენში შეხვდა, სადაც ის ტრავმას მკურნალობს, - იტყობინება L’Esportiu.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას აგრეთვე "ბარსას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იორდი კრუიფი ესწრებოდა.

"მუნდო დეპორტივო" კი ირწმუნება, რომ იქამდე კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და კრუიფმა მონაკოში მოლაპარაკება გამართეს ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან.

ლაპორტამ რაიოლას ჰოლანისთვის 3+2 სისტემის კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ნორვეგიელი საერთო ჯამში 195 მილიონ ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ რაგინდათ ბაპე პლიუს არნოლდი კუნდე რეალიდან ვალვერდე სასაცილოა ბანკროტი გუნდიდან ამის დაჯერება.
0
ჩვარი დემბელე, როგორა გყავს? დაგაჩმორა მაგრად?
ჩვარის.
15:10 04-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული