"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანს მიუნხენში შეხვდა, სადაც ის ტრავმას მკურნალობს, - იტყობინება L’Esportiu.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას აგრეთვე "ბარსას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იორდი კრუიფი ესწრებოდა.
"მუნდო დეპორტივო" კი ირწმუნება, რომ იქამდე კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და კრუიფმა მონაკოში მოლაპარაკება გამართეს ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან.
ლაპორტამ რაიოლას ჰოლანისთვის 3+2 სისტემის კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ნორვეგიელი საერთო ჯამში 195 მილიონ ევროს მიიღებს.