ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა, მიკელ ოიარზაბალმა მე-10 წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს 3 წუთიან მონაკვეთში ედუარდო კამავინგამ (40) და ლუკა მოდრიჩმა (43) "სოსიედადის" კარი აიღეს და შესვენებაზეც ლიდერის რანგში გავიდნენ.
მეორე ნახევარში "ბლანკოსმა" მოუმატა, 76-ე წუთზე კარიმ ბენზემამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 79-ე წუთზე კი მარკო ასენსიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, 27 ტურის შემდეგ "რეალი" 63 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, ლა ლიგის ეგიდით შემდეგ მატჩს 15 მარტს, "მალიორკას" წინააღმდეგ ჩაატარებს, 10 მარტს კი "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს.
"სოსიედადი" 44 ქულით მე-6 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 13 მარტს, "დეპორტივო ალავესის" წინააღმდეგ გამართავს.