"მინდოდა ხალხს დავმახსოვრებოდი..." - კარიმ ბენზემა

AutoSharing Option
კარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალში" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში მე-3 ადგილზე გადასვლაზე კომენტარი გააკეთა:

"დი სტეფანოს გადასწრება ჩემთვის ოცნება იყო, ის ხომ "რეალის" ლეგენდაა. მახსოვს, "ბლანკოსში" გადასვლის შემდეგ გამართულ წარდგენაზე როგორ ჩამეხუტა. მოხარული ვარ, რომ ამ დონეზე შემიძლია თამაში, ეს ყველაფერი მაძლევს ძალას, რომ უფრო მაღალი სიმაღლეებისთვის ვიბრძოლო. მახსოვს, მან მითხრა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი "სამეფო გუნდში".

გუნდში ყოველთვის ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებიც განსხვავებას გვაძლევენ, თუმცა ამას მარტო ვერ გააკეთებ. ერთი რამ ვიცი, თუ კოლექტივი მოედანზე მაქსიმალურად კარგად თამაშობს, მაშინ მეც უმაღლეს
დონეზე შემიძლია ასპარეზობა, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

ყოველდღე ვვარჯიშობ, განსაკუთრებით ახლა, "რეალში" მოვედი, რათა მოვიგო ტიტულები, თუმცა სიმართლეს გეტყვით, არც კი ვფიქრობდი, რომ ამდენ გოლს გავიტანდი. მინდოდა ხალხს დავმახსოვრებოდი და ვფიქრობ, სწორ გზას დავადექი.

"ბლანკოსში" წარმატების მიღწევა მინდოდა და აშკარაა, რომ სწორ გზაზე ვარ, თავს სახლში ვგრძნობ, მიყვარს მადრიდი და აქაური მაცხოვრებლები, ესპანეთის დედაქალაქში გატარებული თითოეული დღე მსიამოვნებს" - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, კარიმმა ამ სეზონში ლალიგაში 24 შეხვედრა გამართა, თავი კი 20 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ფრანგ ფორვარდს 7 მატჩში 8 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზოგს მესი სიყვარულით რეალობასაა მოწყვეტილია ...გაგეღიმება კაცს.მესის ლალიგაში დარჩენა რა?ბენზემას ბუცები გაძვრებოდა თუ მუხლი აუკანკადებოდა კარებთან...
Labirinti...
15:07 12-03-2022
2
შენი ბედი ლეო მესი, რომ წავიდა უფრო სწორად "გაუშვეს", ვნახავდით ვინ ვინს გადაასწრებდა.
გია
12:25 12-03-2022
58

სიახლეები პოპულარული