ლეო მესის მამა შვილის "ბარსაში" დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
ლეო მესის პსჟ-ში საქმეები კარგად ვერ მისდის. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, თავად ძველებურად ვერ თამაშობს, გულშემატკივრებმა "ბორდოსთან" საშინაო მატჩისას ობსტრუქცია მოუწყვეს და სულელი უძახეს. მას ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

Canal Supporters-ის ჟურნალისტი ადრიენ გრანესო კატალონიელ კოლეგა ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ ლეოს მამა ხორხე მესი რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, რათა თავისი შვილის "ბარსაში" დაბრუნების შესაძლებლობა განეხილა.

ლეო მესი "ბარსელონას" სისტემაში 2000-21 წლებში იმყოფებოდა, გასულ ზაფხულს კი კლუბი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მართალია ბარსა მესის სახლიცაა (რაც არ უნდა ვთქვათ) მაგრამ დაბრუნება "მტრის ბანაკში"? მტრებში, მოღალატეებს ვგულისხმობ: ლაპორტა, პიკე და ძმანი მათი:დდდ
:ddd
11:38 14-03-2022
1
მესი რომელმაც ფეხბურთი მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო მიმზიდველი ფორმით წარმოუდგინა, კაცმა რომელმაც კიდევ უფრო შემოსავლიანი გახადა ფეხბურთი, კაცმა რომელმაც 15 წლის განმავლობაში ,,იფრინა'' და ისტორიაში დარჩება როგორც საუკეთესო, რომელმაც ამდენი სიამოვნება მოგვარა წლების განმავლობაში ათეული მილიონობით ადამიანს, დღეს საფრანგეთში ობსტრუქციას უწყობენ და სულელს ეძახიან.აი რა არის ადამიანი და ეს სამართლიანია?
გიორგი
11:07 14-03-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული