"რეალი"-"ბარსელონა" 0:4 - ხავის ტრიუმფი "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „რეალი“ 4:0 დაამარცხა.

კატალონიელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და რომ არა მეკარე კურტუა, სტუმრები უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ. მასპინძლები საოცრად პასიურები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათზე ტრავმირებული ბენზემას არყოფნამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ „რეალის“ დონის გუნდი ერთ, მით უმეტეს, 34 წლის ფეხბურთელზე ასე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მეორე ტაიმში უპირატესობას“ კვლავ „ბარსა“ ფლობდა, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ცხადია, მწვრთნელმა ხავიმ გუნდს თავისი ხელი დაატყო და მიუხედავად იმისა, რომ
შორეულ პერსპექტივაშიც არ ჰყავს, ვთქვათ, რონალდინიოსა და მესის კლასის ფეხბურთელი, მისი შეგირდები ხალისიანად თამაშობენ და პროგრესირებენ.

„რეალი“ 66 ქულით ლიდერია და 2 აპრილს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება, ხოლო 54 ქულით მესამე ადგილზე მყოფი „ბარსელონა“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია (9 მოგება და 3 ფრე), მეორე პოზიციაზე მყოფ „სევილიას“ 3 აპრილს უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 60 017 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (29), 0:2 არაუხო (38), 0:3 ფერან ტორესი (47), 0:4 ობამეიანგი (51)

. ობამეიანგმა ბოლო 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ საუკუნეში „რეალის“ კარი ზედიზედ 5 მატჩში დალაშქრა.
. დემბელემ პრიმერაზე ბოლო 5 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. ფერან ტორესმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. „რეალმა“ „ბარსასთან“ 4 გოლი ბოლოს 2018 წელს გაუშვა - მაშინ ლოპეტეგი გადააყენეს.
. ხავიმ პირველად მოიგო კლასიკო მწვრთნელის რანგში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
დავიდ ალაბა
....
21 მარტი 2022 13:14
0
ვფიქრობ რეალი არ ელოდებოდა ასეთ ბარსას და დაისაჯა კიდევაც. ნამდვილად ძალიან მაგრად ითამაშეს, ვერ დამალავ ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო. ვფიქრობ კარგია ბარსას "დაბრუნება" რეალისთვისაც კონკურენციის ამბავში, რაც მის უფრო გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
madridista
21 მარტი 2022 13:12
0
ხავიმ გუნდში ბარსელონას სულისკვეთება დააბრუნა და მგონი ეს არის, წარმატების გასაღები.
სოსო
21 მარტი 2022 12:59
0
შეძლებს დაეწიოს რეალს ?
ალტ ინფო
21 მარტი 2022 12:12
9
ნამდვილი ბარსელონა დაბრუნდა !
Jango
21 მარტი 2022 10:51
0
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვაღიარებ - ხავიმ პატარა მასტერკლასი ჩაატარა :)
ბრავო ბარსა! უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა
Superman
21 მარტი 2022 10:29
0
ძალიან ლამაზი ფეხბურთი ათამაშა ხავიმ ბარსელონა ზოგადად... და რეალთან ხომ საერთოდ..გვარდიოლას დროინდელი ბარსაა..რეალი კი მხოლოდ ხმაურიანი სახელები დარჩა ..და რომ არა პოჩეტინო..პსჟ - თანაც განადგურდებოდა...მხოლოდ ოვაციებს იმსახურებს მთლიანად გუნდი...საღოლ ხავის...
Labirinti...
21 მარტი 2022 09:39
0
რაღაც რეალის გულშემატკივრები პასუყრობენ კომენტარებში
გიო
21 მარტი 2022 09:12
1
კუმანი დააბრუნეთ.
რეალის ფანი
21 მარტი 2022 08:43
7
რა თქმაუნდა ერთი მადრიდისტაც არის აქ
ბარსას ფანი
21 მარტი 2022 15:25
1
ხავიმ ბარსა მაგრად მოქოქა...ბრავო.
თომა
21 მარტი 2022 03:00
1

სიახლეები პოპულარული