დატოვებს თუ არა ასენსიო "რეალს"?

AutoSharing Option
"რეალი" და 26 წლის ნახევარმცველი მარკო ასენსიო აპრილში თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს განიხილავენ.

"მარკას" ცნობით, ასენსიოს "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი უნდა ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა მისი დატოვება. თავად ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა არ უნდა.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, "სამეფო კლუბი" ასენსიოს გაყიდის, რათა 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ წავიდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ასენსიოს სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ თავად მზადაა "რეალის" შეთავაზება მოისმინოს.

მან ამ სეზონში ლა ლიგის 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული