"ბარსამ" პედრის ბრწყინვალე გოლით "სევილია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 30-ე ტურში "ბარსელონამ" სახლში "სევილიას" 1:0 სძლია.

"ბარსელონას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 57 ქულით მე-2 ადგილზეა და 10 აპრილს სტუმრად "ლევანტეს" შეხვდება, იქამდე კი, 7 აპრილს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" პრიმერაზე ზედიზედ 6 გამარჯვება იზეიმა, ბოლო 14 შეხვედრაში კი დაუმარცხებელია (10 მოგება და 4 ფრე).

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 76 112 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია 1:0
გოლი: პედრი (72)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ ამით განირჩევიან დიდი კლუბები,რიგითი კლუბებისაგან.შეიძლება კრიზისში ჩავარდნენ,გაუჭირდეთ,სახეც დაკარგონ,მაგრამ გუნდში არსებული ტრადიციები და სული,უკეთესი პირობების დადგომისთანავე საშუალებას აძლევთ,უმოკლეს დროში დაიბრუნონ ძველი სახე.დღევანდელი ბარსელონა,უკვე ბარსელონას ჰგავს,ზოგიერთი უმდიდრესი კლუბი კი,მიუხედავად უსაზღვრო დაფინანსებისა და უძლიერესი შემადგენლობისა,მაინც ვერ ახერხებს მწვერვალების დაპყრობას.ამას წლების მუშაობა და გამოცდილება სჭირდება.
სოსო
11:53 04-04-2022
1
პედრიმ სასწაული გოლი შეაგდო და ბრავო ჩავის რომ გუნდი ასე გაოიყვანა კრიზისიდან.
გეგი
02:36 04-04-2022
1

სიახლეები პოპულარული