რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს "ვალენსიას" შეძენა უნდა, - იტყობინება ბრიტანული "მირორი".
გამოცემის ცნობით, "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს უახლოეს ხანში კლუბის გაყიდვა სურს, აბრამოვიჩი კი "ჩელსის" გაყიდვის შემდეგ ესპანურ კლუბს შეიძენს.
"ვალენსიას" შეძენის კიდევ ერთი კანდიდატი ამავე კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიგელ სორიოა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა: "პიტერ ლიმი ცდილობდა, "ვალენსია" ლონდონში 250 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა. მან პრესას აუწყა, რომ ორი წინადადება მიიღო - ჩემგან და "ჩელსის" რუსი ოლიგარქისგან".

აბრამოვიჩმა 26 თებერვალს კლუბი "ჩელსის" საქველმოქმედო ფონდს გადასცა, ხოლო 2
მარტს განაცხადა, რომ 4.84 მილიარდ ევროდ გაყიდვას აპირებს. 10 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მას სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა - მათ შორის, "ჩელსი".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩი თურქული "გიოზთეპეს" შეძენას გეგმავდა, რაც სიმართლე არ გამოდგა.