TVP Sport-ის ცნობით, "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.
Interia Sport-ის ჟურნალისტი სებასტიან სტასევსკი იტყობინება, რომ ლევანდოვსკიმ კატალონიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
33 წლის პოლონელმა "ბაიერნის" ხელმძღვნელობას განუცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" ლევანდოვსკიში 65 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა, ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვის შემთხვევაში, თანხას დაუკლებს.