ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა“ სტუმრად „სევილიას“ 3:2 სძლია.
მასპინძლები 25-ე წუთზე 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ. როდრიგომ ანგარიში შეამცირა, ვინისიუსის გატანილი გოლი კი მსაჯმა არ ჩათვალა, რადგან მიიჩნია, რომ ბურთი ხელზე მოხვდა. თუმცა მალე ნაჩომ გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში ბენზემამ „სამეფო გუნდს“ დამსახურებული გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ კარვახალმა კარიერაში პირველად გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.
„რეალი“ 75 ქულით ლიდერია და 20 აპრილს გასვლაზე „ოსასუნას“ დაუპირისპირდება, ხოლო „სევილია“ 60 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და 21-ში სტუმრად „ლევანტეს“ შეხვდება.
სევილია - რეალი 2:3
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (21), 2:0 ლამელა (25), 2:1 როდრიგო (50), 2:2 ნაჩო (82), 2:3 ბენზემა (91+2)