"სამეფო გუნდის" თავდამსხმელ ბენზემას ორი პენალტი მეკარე ერერამ მოიგერია, მაგრამ მადრიდელებმა მაინც გაიმარჯვეს.
"რეალი" 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 17 ქულით უსწრებს და 30 აპრილს "ესპანიოლს" უმასპინძლებს, ხოლო იქამდე, 26 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, გასვლაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
პამპლონა. "ელ სადარი". 21 360 მაყურებელი
ოსასუნა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ალაბა (12), 1:1 ბუდიმირი (13), 1:2 ასენსიო (45), 1:3 ვასკესი (90+6)
გამოუყენებელი პენალტები: ბენზემა (52, 59)