"რეალმა" ვეტერან ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტის 1+1 სისტემით გაგრძელება შესთავაზა, - იტყობინება AS-ი.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მოდრიჩი "სამეფო კლუბის" სტრუქტურაში იმუშავებს.
ხორვატი "რეალში" 2012 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი 39 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.