მასპინძლები 25-ე წუთზე დეპაიმ დააწინაურა, რომელმაც თითქმის ორი თვის შემდეგ პირველად გაიტანა და 11 გოლით ჩემპიონატზე თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 28-ე წუთზე პიკემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 54-ე წუთზე მეტოქის კარი ბუსკეტსმა დალაშქრა. "მალიორკამ" ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას, 79-ე წუთზე, ანგარიშის შემცირება შეძლო.
75-ე წუთზე შეცვლაზე "ბარსას" შემტევი ფატი შევიდა, რომელსაც ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
"ბარსელონამ" სამი საშინაო მარცხის მერე გაიმარჯვა, 66 ქულით მე-2 ადგილზეა და 7 მაისს გასვლაზე "ბეტისს" დაუპირისპირდება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 62 789 მაყურებელი
ბარსელონა - მალიორკა 2:1
გოლები: 1:0 დეპაი (25), 2:0 ბუსკეტსი (54), 2:1 რაიოლა (79)