ლა ლიგის 34-ე ტურში "მალიორკას" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.
"ბარსა" კარგი იყო, ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შესანიშნავად - არა. გვქონდა პრობლემები, განსაკუთრებით, საშინაო შეხვედრებში, დღეს გამარჯვება და საჭირო გზაზე დაბრუნება განსაკუთრებული გახლდათ. ასე უფრო მშვიდად აზროვნებას შევძლებთ. ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
კომფორტული ანგარიშით უნდა მოგვეგო, თუმცა საბოლოოდ თავად გავირთულეთ ცხოვრება. საჭირო იყო კუთხურების, ზედმეტი ფოლებისთვის თავი აგვერიდებინა, შეტევის დაწყებისას ბურთი არ დაგვეკარგა. ბევრ ასპექტში უკეთ თამაში გვმართებს.
ფსიქოლოგიური ასპექტი მნიშვნელოვანია. ნათელი იყო, რომ
თამაში დასრულებული იყო; ვიდრე გოლს გაიტანდა, "მალიორკა" ამას შეგუებული იყო. ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ", - ციტირებს ხავის "მარკა".