"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ "რეალს" ესპანეთის ჩემპიონობა მიულოცა.
"ლა ლიგაში 5 გუნდი გამოირჩევა, მაგრამ ჩემპიონატი უკვე "რეალმა" მოიგო. ვულოცავ. ვფიქრობ, ისინი დამსახურებულად გახდნენ გამარჯვებულები.
ჩვენი ამოცანა მეორე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა", - განუცხადა ხავიმ "მარკას".