გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ესპანელ ფეხბურთელს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
სასამართლომ ვიგოს "სელტას" ფორვარდი სანტი მინა სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, ფეხბურთელი მსხვერპლს 50 000 ევროს გადაუხდის და 12 წლის მანძილზე 500 მეტრზე ვერ მიუახლოვდება.

შემთხვევა 2017 წლის 18 ივნისს, ალმერიაში მოხდა.

სასამართლო პროცესის დროს ალმერიის იურიდიული მედიცინის ინსტიტუტის ექიმებმა და ფსიქოლოგებმა მიუთითეს, რომ მსხვერპლის მიერ წარმოდგენილი "გენიტალიური" დაზიანება იყო "თავსებადი და დამაჯერებელი" სექსუალურ ძალადობასთან.

26 წლის ფეხბურთელი აქამდე ჩვეულებრივად ასპარეზობდა, ახლა კი "სელტას" მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა მოუწევს.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

altგოგონას გაუპატიურებისა და

ცემის გამო "მანჩესტერის" ფეხბურთელი დააპატიმრეს

altგაუპატიურების ბრალდებით "ჩელსის" ახალგაზრდა ვარსკვლავი დააპატიმრეს


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული