"ბარსელონა" ბერნარნდო სილვას შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" 27 წლის ნახევარმცველ ბერნარნდო სილვას სამსახურით დაინტერესდა, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის ცნობით, მწვრთნელი ხავი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც მოედნიც ცენტრში პედრისთან ერთად ითამაშებს და საუკეთესო კანდიდატად ბერნარნდო სილვა მიაჩნია.

თუმცა, ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება. თავად ფეხბურთელს ინგლისიდან აბარგება სურს. გასულ სეზონში "ბარსამ" "სიტის" ბერნარნდო სილვას შესახებ მიმართა და ცხადი გახდა, რომ პორტუგალიელი სულაც არაა კატალონიურ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი.

"ბარსელონამ" შეიძლება ტრანსფერში ფრენკი დე იონგი ჩართოს, რომლის გაყიდვასაც აპირებენ.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ბერნარნდო სილვამ კლუბში 47
მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერნანდო სილვას, რაჭული ცეკვა!
ონი
17:07 07-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული