"ბარსელონაში" დასაბრუნებლად სუარესი ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელ ლუის სუარესს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ El Chiringuito TV-ის ეთერში განაცხადა, რომ 35 წლის ურუგვაელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსაში" დასაბრუნებლად მზადაა.

გაიას თქმით, ამისათვის ფორვარდი ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება. "ატლეტიკოს" სუარესთან ხელშეკრულების გაგრძელება არ უნდა.

ლუისმა "ბარსელონაში" 2014-2020 წლებში 13 ტიტული მოიგო, ამ სეზონში კი მადრიდულ გუნდში 42 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას თუ უნდა ის "შავი ლაქა" ჩამოირეცხოს, უნდა დააბრუნონ ლუი სუარესი და მერე შესაფერისი გაცილებაც მოუწყონ! ლეგენდებს მეტი სიყვარული და პატივისცემა!
ფანი
17:06 07-05-2022
1

სიახლეები პოპულარული