"უნდა იცოდე როგორ გაიმარჯო და როგორ დამარცხდე..." - ალვეში საჩემპიონო დერეფანზე

AutoSharing Option
დანი ალვეშმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" საჩემპიონო დერეფანს დააორგანიზებდა.

- მადრიდის "რეალთან" საჩემპიონო დერეფანს დააორგანიზებდი?
- ვისურვებდი, რომ არასდროს შემხებოდა ეს ფაქტი, თუმცა თუ ასე იქნებოდა, აუცილებლად. შენ უნდა იცოდე როგორ გაიმარჯო და როგორ დამარცხდე. "ბლანკოსის" შემადგენლობაში ბევრი მეგობარი მყავს, დიდ პატივს ვცემ და მათით აღფრთოვანებული ვარ. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი არასდროს შემხებოდა, რადგან სისულელეა, თუმცა თუ ასე იქნებოდა, რატომაც არა?

შეგახსენებთ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული "რეალი" გახდა, რაც შეეხება "ბარსელონას", 34 ტურის შემდეგ 66 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ
შეხვედრას კი დღეს, 7 მაისს, "ბეტისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ალვეშა, ამ სიბერეში რა "გულჩვილი" გახდა? პათხალიმობის მაგალითი.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული