"ბარსას" მაისური გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა კლუბის - ხავი

AutoSharing Option
"ბეტისი" - "ბარსელონას" (1:2) მატჩამდე, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. "ბარსელონას" მაისური გაცილებით მეტს იწონის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბის. კარგად უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. 

ჩვენთან ძალიან მოთხოვნადი გარემოა. "ბარსა" არის სრულყოფილება და აქ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი უნდა იყო."

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, კატალონიელები მე-2 ადგილს იკავებენ და სეზონს ტიტულის გარეშე ასრულებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altალბამ 90+4-ე წუთზე "ბარსას" "ბეტისთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]