მამარდაშვილის "ვალენსია" "ბეტისთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა გიორგი მამარდაშვილმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ მე-18 მატჩში ორი სეივი შეასრულა, გაშვებულ გოლებში კი მისი დადანაშაულება ძნელია.

პირველ ტაიმში თვალსასეირო თამაში არ ყოფილა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ვილიან ჟოზემ მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. "ვალენსიამ" მეტოქის კარზე უშედეგოდ დაიწყო იერიშების მიტანა, ხოლო სევილიელებმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ორი გაიტანეს და ისევ სძლიეს "ღამურებს".

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 28 091 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (57), 0:2 კანალესი (87), 0:3 ბორხა იგლესიასი (90)

მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდ კრიტიკოსად ვერ გამოვდგები მაგრამ მგონია რომ 1 გოლში წვლილი მიუძღის დანარჩენი ორი დაცვის ბრალი იყო, არაუშავს წაგებაც შემადგენელი ნაწილია ფეხბურთის, მთავარია გააგრძელოს პროგრესი და შეცდომებზე ისწავლოს, წარმატებები გიოს....
koba
15:36 11-05-2022
1
შაშინელი გუნდია ვალესია, მარტო სოლერის იმედზე, დანარჩენები მოედანზე რას აკეთებენ არავინ იცის და არც ბრდალასმა რადგან სულ დორს გაყვანაზე და თამშის გაჯანჯლებაზე აქვთ ცონცენტრაცია. მამარდამ რა ჰქნას, დაცვა დირკაა და ნახევრდაცვაში მარტო სოლერია. თავდასხმაშიც გედეში და უგო დუროც ერთუჯრედიანი უტვინო ფეხბურთელები არიან. იმედია შემდეგ სეზონში უკეთეს მოთამაშეებს დაამატებენ
simartle
15:10 11-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული