ობამეიანგის დუბლი, დემბელეს ორი საგოლე პასი, მურილიოს გაძევება და არაუხოს უმძიმესი ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონამ" სახლში "სელტა" 3:1 დაამარცხა.

"ბარსას" პირველ ტაიმში განსაკუთრებული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ 2:0 მაინც მოიგო. ანგარიში დეპაიმ გახსნა, რომელიც კატალონიური "სპორტის" ცნობით, ტრანსფერზეა დაყენებული. შემდეგ ვიგოელების კარი ობამეიანგმა დალაშქრა. შესვენების მერე ობამ დუბლი შეასრულა. მან ლა ლიგის 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა. დემბელემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ ასპასმა ანგარიში შეამცირა. 58-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა "სელტას" მცველი მურილიო გააძევა და ყველაფერი დასრულდა. 68-ე წუთზე თანაგუნდელ გავისთან შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო "ბარსელონას" ფეხბურთელმა არაუხომ
და რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბარსელონა" 72 ქულით მეორე ადგილზეა და 15 მაისს გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 55 899 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა 3:1
გოლები: 1:0 დეპაი (30), 2:0 ობამეიანგი (41), 3:0 ობამეიანგი (48), 3:1 ასპასი (50)
გაძევება: მურილიო (58, სელტა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული