ასპილიკუეტას "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია

AutoSharing Option
"ჩელსის" 32 წლის მცველი სესარ ასპილიკუეტა ზაფხულში აუცილებლად გამოიცვლის გუნდს, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, ასპილიკუეტა "ბარსელონაში" გადავა, სადაც ან დანი ალვეშს ან სერჟინიო დესტს შეცვლის, რომელთა შორის ერთ-ერთი უეჭველი დატოვებს კლუბს.

ასპილიკუეტა "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 18 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ახალგაზრდებსაც ყიდულობენ და ასაკოვნებსაც.არც უფულობას უჩივიან...მხოლოდ მესისათვის არ გამოჩნდა საჭირო თანხა.პირდაპირ კაცურად ეთქვათ და წავიდოდა.სულში ჩააფურთხეს,მესის.გუნდს ხავი ჩაუდგა სათავეში,რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ,შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის და მათაც ვგულვშემატვკივრობ,მაგრამ ის ძველი ხიბლი და სიყვარული,გაქრა.ვხედავდი ბართომეუმ რა არაკაცობები გააკეთა და ლაპორტას იმედი მქონდა.დავუჯერე,როცა თქვა,ვალებში ვართ,მესის შენარჩუნება არ შეგვიძლიაო.ახლა კი ჩნდება,რომ ყველაფერი სიცრუე ყოფილა.გულში მინდა დამტკიცდეს,რომ მესის გაშვება,მართლაც იძულებითი ნაბიჯი იყო და მაშინ კლუბზეც მომიბრუნდება გული.თუმცა, ჯერ სამაგისო არაფერი ჩანს
სოსო
14 მაისი 2022 16:24
0
სოსო! პიკეს მიდგომას როგორ აფასებ მესის მიმართ, იმ ავად სახსენებელი შეთქმულების დროს? უკვე ნელ-ნელა აშკარა ხდება, რომ პიკეც დაინტერესებული იყო მესის გაშვების. ფაქტია მესი მაგრად გაწირეს.
სოსოსს
14 მაისი 2022 18:37
0
სოსო, მადლობ ძმაო, მაგრამ მაინც მგონია, პიკეც გარეული იქნება.
სოსოსს
15 მაისი 2022 10:22
0
ყველა გამოხმაურება
ლაპორტა და ჩავი! რაო ბარსას "აახალგაზრდავებთ"? ლა ლიგაც, რომც მოგეგოთ ლეო მესის მერე, ყველანაირი ფასი დაკარგეთ.
"ახალი ერის" დაწყება!
14 მაისი 2022 09:55
0
მესი ისევ, ის მესი იქნებოდა, თავის მშობლიურ გუნდში ბარსაში, რომ ყოფილიყო. გულგატეხილს, რომ გიშვებენ, რომელსაც არ იმსახურებ, თანაც როგორი ფორმით??? მერე ყველამ ვიცით და თვითონაც ლეოს აქვს ნათქვამი: რომ შეიძლება ვერ გამოვხატოვო, მაგრამ გულში მრჩებაო ყველაფერიო. მესი ხასიათის ფეხბურთელია და ასე ადვილად ვერ დაივიწყებს წყენას. აგერ ბენზემა მესის ტოლია და კიც ვხედავთ როგორ ათამაშდა, რატომ? ომიტომ, რომ არ გაუშვეს და პირიქითაც ყველანაირად ხელი შეუწყეს და ბენზემასაც ამის საპასუხოდ, მეორე სუნთქვა გაეხსნა. მესის? რაც ქონდა ისიც ჩაუკლეს, უბრალოდ თამაშობს მეტი არაფერი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მესის მერე, საერთოდ ბარსა აღარ ვუყურებ.
iraklis
14 მაისი 2022 12:55
0
მეც მაგრად დამწყდა გული მესის წასვლით, მაგრამ მესიც რომ აღარ არის ის მესი!
Irakli
14 მაისი 2022 11:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული