ხავიმ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი მზადაა გუნდში რობერტ ლევანდოვსკი და სხვა ასაკიანი ფეხბურთელები მიიწვიოს.

-რობერტ ლევანდოვსკი 33 წლისაა, გაიფორმებთ ვეტერანს?
- მე 38 წლის დანი ალვეში გადმოვიყვანე. ეს ასაკზე არაა დამოკიდებული, არამედ თამაშზე. ფეხბურთელები საკუთარ თავზე იმდენად სერიოზულად ზრუნავენ, რომ წლიდან წლამდე უფრო მეტად პროფესიონალები ხდებიან. იბრაჰიმოვიჩი, მოდრიჩი, ალვეში... ეს ფეხბურთელები დიდ კლუბებში მშვენივრად თამაშობენ, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესიც. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გაგვაძლიეროს.

შეგახსენებთ, პოლონელი ვარსკვლავი "ბლაუგრანას" უფრო და უფრო უახლოვდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ გაახურეთ, ამ თქვენი ლევანდოვსკით:დ:დ
ბარემღა იბრაგიმოვიჩიც მოიყვანეთ .
20:28 14-05-2022
6
მერე შე ოხერო! დაგებრუნებინათ ლეო მესი! უფრო და უფრო მაძულებთ თავს.
ჩავი, არაკაცობას შეეშვი!
18:42 14-05-2022
2

myquiz
სიახლეები პოპულარული