ხავიმ მეცხრე ადგილზე მყოფი "ბარსა" ჩაიბარა და მეორეზე გაიყვანა

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, 9 მატჩი გაიმართა და ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე  მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვა.

ტურნირის გამარჯვებული "რეალი", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, რიგი ლიდერების გარეშე გასვლაზე "კადისს" დაუზავდა - 1:1. მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ 61-ე წუთზე ნეგრედოს მიერ შესრულებული პენალტი უკრაინელმა მეკარე ლუნინმა მოიგერია.

"ბარსელონასა" და "ხეტაფეს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და კატალონიურმა გუნდმა მეორე ადგილი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც 2021 წლის 6 ნოემბერს ხავიმ ჩაიბარა, "ბარსა" მეცხრე პოზიციაზე იყო.

"ატლეტიკო" და "სევილია" დაზავდნენ (1:1) და
ორივე გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ევროპა ლიგაზე "ბეტისი" და "სოსიედადი" ითამაშებენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - "ვილიარეალი" ან "ბილბაო".

"ლევანტემ" სახლში "ალავესს" 3:1 სძლია და სეგუნდაში თან გაიყოლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონა რეალი სიტი პსჟ ლივერპული მესი მბაპე.მეტი არაფერია მილანი ინტერი ჩემპიონობისთვის თამაშობენ თქვან არაფერს წერთ სირცხვილია
Მილანელი
11:29 16-05-2022
2

სიახლეები პოპულარული