აირია მონასტერი - რა ხდება "ვალენსიაში"?

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა, რაც დიდი მოულოდნელობა იყო, გუნდმა კი ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა, თასის ფინალში დამარცხდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს. რბილად რომ ვთქვათ, "ღამურები" მთლად ლამაზადაც ვერ თამაშობს და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან. ამას გარდა, კლუბს ფინანსურად არ ულხინს და რიგი წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს.

As-ის მტკიცებით, 25 წლის ნახევარმცველ კარლოს სოლერს "ბარსელონა" 20 მილიონად შეიძენს და ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია. ამის გამო არაა გამორიცხული, "ვალენსიას" პრეზიდენტი ანილ მურტი გადააყენონ. Golsmedia იტყობინება, რომ მურტი სოლერს დაემუქრა და მედიაში
დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ის კლუბის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ქალაქის ხელმძღვანელობას აუგად მოიხსენიებს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მურტის გათავისუფლების მთავარი მიზეზი, ვინაიდან მუნიციპალიტეტი კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს და უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მურტის გადაყენების შემთხვევაში, სამუშაოდან სპორტულ დირექტორ ანხელ კორონასაც დაითხოვენ.

მთელი ამ "პროცესის" უკან "ვალენსიას" მფლობელის, პეტერ ლიმის ახლო მეგობარი, ცნობილი პორტუგალიელი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დგას და მასზე დიდი გავლენა აქვს. როგორც ამტკიცებენ,  სინგაპურელი მილიარდერი კლუბის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

Plaza Deportiva ირწმუნება, რომ მწვრთნელ ხოსე ბორდალასის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, კონტრაქტში პუნქტი აქვთ ჩადებული, რომლის მიხედვით თანამშრომლობის ცალმხრივად გაწყვეტა შეუძლიათ, ოღონდ კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

უკვე ბორდალასის შემცვლელიც შეურჩევიათ - რა თქმა უნდა, ჟორჟე მენდეშის თანამემამულე, 52 წლის რუი ვიტორია (იხ. ფოტო). ის ადრე "ბენფიკას" ედგა სათავეში, ხოლო ბოლოს "სპარტაკში" მუშაობდა, საიდანაც 2021 წელს დაითხოვეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლო ბოლო ჩამოყალიბდით ვინ არი ვალენსიას პრეზიდენტი ანილ მურტი, თუ პეტერ ლიმი! ისე, მგონი ხესუს ხესუს ხილია, თუ ვაბშე ვაჟაა მგონი თარხნიშვილი. ან თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თარგმნოთ რაიმე
ბს
18:31 25-05-2022
0
ხო თან იმ სპარტაკიდან დაითხოვეს ნაპოლის ორივე თამაში მოუგო ლეგიას ვარშავაში აუგო წესი და ლესტერიც უკან ჩამოიტოვა და ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს , ეს საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია და ბოდიში სპარტაკიდან თუ დაითხოვესო მარტო წინა წელს ნაპოლისთან მოგებული ორი თამაში გადაწონის დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ დამოუკიდებელი ქართული კლუბების ერთად აღებულ რეგალიებს მთლიანად თუ რადგან რუსული გუნდია ტყვილებით საკუთარ თავს უფრო ატყუებთ ვიდრე რეალობას ჭურში ხომ არ გძინავთ ვის ედრებით ნამუსიც კარგი საქონელიაო.
Alyp
14:15 25-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული