კატალონიის "ბარსელონა" კვლავ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, სურს გუნდის ყველა მოთამაშემ ხელფასი 50 პროცენტით შეიმციროს, რათა გუნდის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ფეხბურთელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
გადაწყვეტილება არ ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებიც გუნდს ზამთარში შეუერთდნენ ან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS-ი Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.