"მამარდას" გატუზო აღარ გაწვრთნის? - რინოს მძიმე ბრალდებას უყენებენ... "ვალენსიაში" არეულობა გრძელდება

AutoSharing Option
#NoToGattuso - ამ ჰეშთეგით "ვალენსიას" ფანებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს, რომლითაც თავიანთ საყვარელ გუნდში ჯენარო გატუზოს დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ღამურებმა" ხოსე ბორდალასი გადააყენეს, ახლა კი მისი შეცვლის რეალური კანდიდატი სწორედ იტალიელი სპეციალისტია.

საინტერესოა, რას ერჩიან მამარდაშვილის კლუბის ფანები გატუზოს? - მათ არ უნდათ "მესტალიაზე" იხილონ იტალიელი მენეჯერი, რადგან მას სექსისტური, ჰომოფობიური და რასისტული განცხადებები ბრალდება.

მივყვეთ თანმიმდევრობით... 2006 წელს გატუზო "მილანში" განელი კევინ-პრინც ბოატენგის თანაგუნდელი იყო, მაშინ კი აფრიკელი რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდათ, რის შესახებაც რინომ თქვა:

"რამდენჯერ მოგვისმენია თეთრი ფეხბურთელების გინება? მეც მაგინებდნენ და მლანძღავდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოატენგი, რა თქმა უნდა, ნაწყენი და შეურაცხყოფილია, მაგრამ მე აქ მაინც ვერ ვხედავ რასიზმს. ეს უბრალოდ მცირერიცხოვანი იდიოტების საქციელია და არა რასიზმი".

2008 წელს გატუზომ განაცხადა, რომ მას მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ქორწინების წამს, რის გამოც ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.

2013 წელს ის უკვე სექსიზმში დაადანაშაულეს, როდესაც "მილანში" აღმასრულებელ დირექტორად ბარბარა ბერლუსკონის დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ ფეხბურთში ქალების წარმოადგენა უჭირდა, ამას სიამოვნებით არ ამბობდა, მაგრამ ეს ასე იყო...

გუშინ გატუზომ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მას ეს თემები გაუხსენეს, რაც იტალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩემი ისტორია თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე... რასისტი ვარ? ჰომოფობი ვარ? ქსენოფობი ვარ? სექსისტი ვარ? გავგიჟდით? დამშვიდების დროა!

”მაშ, დავიწყოთ ახსნა! ფრაზა ქალებზე, რომელიც წარმოთქმული იყო ბარბარა ბერლუსკონის ფეხბურთში შესვლის დროს, გამიზნული იყო (ადრიანო) გალიანის გაწეული სამუშაოს დაცვასა და დაფასებაზე, რომელიც უხეშად იქნა უარყოფილი.

გალიანისა და ბერლუსკონის ერთად უნდა ემუშავათ ორმხრივ როლში, რაც გალიანის მიმართ პატივისცემის ნაკლებობას წარმოადგენდა".

რინომ კომენტარი რასიზმის ბრალდებაზეც გააკეთა:

"რასისტი ვარ? მაშინ, რატომ მოვიყვანე ბაკაიოკო, როცა "ნაპოლიში" ვიყავი? არაფერი მქონია შავკანიანი მოთამაშეების საწინააღმდეგო, რომელთაგან ბევრი ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი იყო.

ჩემი კარიერა შრომისმოყვარეობით, ერთგულებითა და ოფლით ავაშენე. არავის არაფერი უჩუქია და აღარავის მივცემ უფლებას, საშინელი ბრალდებებით, ხელი შეუშალოს ჩემს საქმიანობას", - ამბობს გატუზო.

საინტერესოა, რომ 2021 წელს გატუზო "ტოტენჰემში" მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა ლონდელთა გულემატკივრების მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო, რის გამოც საბოლოოდ "ტოტენჰემის" დამრიგებელი ნუნუ ესპირიტო სანტო გახდა.

ახლა მსგავსი ტენდენცია "ვალენსიაშიც" შეინიშნება... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... წამყვანი იტალიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ გატუზოს "ღამურების" მწვრთნელად უახლოეს დღეებში წარადგენენ...

altმამარდაშვილი მთავარი მწვრთნელის წასვლას გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
გულშემატკივარს სულ ფეხზე არ კიდია გატუზო რასისტია თU სექსისტი? კაით რა. კაცი ყოფილა კაცური
ivan
15:04 05-06-2022
2
წავიკითხე სტატია და გატუზოზე, რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა! მაგარი ვაჟკაცი ყოფილხარ ჯენარო! დიახაც ქორწინება და ოჯახი, ქალისა და მამაკაცისგან შედგება! დემოკრატია, ხომ სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს? მაგრამ ეხლანდელი ევროპული გაგებით "დემოკრატია" მარტო ერთი ჯგუფისაა და მეორე უმრავლებისთვის ყველანაირად შეზღუდულია! თუ ადამიანისთვის მიუღებელია, არა ტრადიციული ქორწინებები, ესეიგი უნდა ანათემას გადავცეთ? შევარცხვინე ესეთი სიტყვის თავისუფლებაც, დემოკრატიაც და 'ევროპული ღირებულებებიც" !!!!
გია
16:09 05-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული