შრომა სათანადოდ დაფასდა, მოდრიჩმა გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

36 წლის ფეხბურთელი "ბერნაბეუზე" კიდევ 1 სეზონს გაატარებს.

კლუბი და მოთამაშე ოფიციალურად შეთანხმდნენ. კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

როგორც წესი, სამეფო გუნდი მაღალი ასაკის მოთამაშეებთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, თუმცა მოდრიჩმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და გუნდის მიერ მოგებულ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ლუკა ,გილოცავ ასე გააგრძელე.
maxo
15:30 09-06-2022
0
ყოჩაღ პერესს! ლაპორტამ კი ბარსას სახე და ლეგენდა ლეო მესი, ფულის გამო გაიმეტა, მიუხედავად იმისა, რომ ლეოს ნაღდად დარჩენა უნდოდა და ყველანაირ პირობაზე თანახმა იყო (ხელფასის საკმაოდ დაკლებაზე). ბარსა ლეოს გარეშე და ლეო ბარსას გარეშე, "ლაპორტას დამსახურებაა".
პერესის საქციელი, დასაფასებელია!
17:47 08-06-2022
3

სიახლეები პოპულარული