36 წლის ფეხბურთელი "ბერნაბეუზე" კიდევ 1 სეზონს გაატარებს.
კლუბი და მოთამაშე ოფიციალურად შეთანხმდნენ. კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
როგორც წესი, სამეფო გუნდი მაღალი ასაკის მოთამაშეებთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, თუმცა მოდრიჩმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და გუნდის მიერ მოგებულ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.