იბიცაზე ვალვერდე და მისი მეუღლე გაქურდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ფედე ვალვერდე და მისი მეუღლე იბიცაზე გაქურდეს.

ფეხბურთელის ცოლის, მინა ბონინოს თქმით, წყვილს 10 000 ევრო მოპარეს, ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მათ საჭმელში კონკრეტული ნარკოტიკი ჩაუყარეს.

"როდესაც სახლში დავბრუნდით შეფ-მზარეული უკვე მოსული იყო. მითხრა, რომ სახლს მხოლოდ 1 გასაღები ქონდა, ამიტომ დილის საუზმისთვის რომ არ შევეწუხებინეთ ამ გასაღებს თან წაიღებდა.

მეორე დღეს საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. 1 საათის შემდეგ პირველ სართულზე ჩავედი, 3 ჩანთა შემოსასვლელთან იდო, ჩემი ნივთები ირგვლივ იყო მიმოფანტული, დამლაგებელი კი ოთახს აწესრიგებდა. გოგონამ
მკითხა ვეძებდი თუ არა რაიმეს, ვერაფერს მივხვდი, მეცინებოდა. სანაპიროზე რომ გავედით ვუთხარი, რომ ფულს ავიღებდი, საფულე გავხსენი და ცარიელი იყო, სასწრაფოდ უკან გავიქეცი, მზარეულმა მითხრა, რომ როდესაც ის დილაადრიან მოვიდა ჩვენთან, სახლი უკვე არეულ-დარეული იყო.

შემდეგ სახლის მეპატრონეც მოვიდა, კარგად მოგვექცნენ და გვითხრეს, რომ სავარაუდოდ, საჭმელში რაღაც ნარკოტიკული საშუალება გაგვირიეს, ამიტომ სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაგვიყვანეს" - განაცხადა მინამ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ გაგვიკვირდეს ქართველებმა თუ გააკეთეს. ასე გვარცხვენენ ზოგადად
Star Lord
17:22 09-07-2022
26
საცოდავები((( პროცენტით ქონდათ ეგ ფული ნასესხები და 15 წელი ეგ ვალი უნდა იხადონ((
შავი კაცი
17:13 09-07-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული