ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლიდსის" გარემარბი რაფინია, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.
"ბლაუგრანამ" ჩრდილო-ინგლისურ კლუბს შეთავაზება უკვე გაუკეთა და გორჯიები წინადადებას დათანხმდებიან.
"ლიდსი" 58 მილიონ ევროს გარანტირებულად მიიღებს, თუმცა 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ ჩრდილოელებს, ბონუსების ჩათვლით, 68 მილიონის მიღება შეეძლებათ.
მოლაპარაკებები დამამთავრებელ ეტაპზეა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში რაფინიამ 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.